|
2022-12-02 10:56:33, 1093 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა გაიმართა. კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ხელმძღვანელობდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს თანამშრომლობისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ, ევროკავშირის და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ENPARD-ის სამი ფაზა წარმატებით გავიარეთ. გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია და ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ დარგში ეფექტიან რეფორმირებას და ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სოფლად განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ENPARD-ის მმართველი კომიტეტის 29-ე სხდომა ფარგლებში, საუბარი შეეხო სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების, ქარსაფარი ზოლების აღდგენის, საძოვრების ეფექტიანი მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოების, ეკოტურიზმის განვითარების, კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მნიშვნელობის, სამომავლო გეგმებისა და აქტივობების საკითხებს. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის პირველი მდივანი კატალინ გერმანი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)