09:00 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-26 16:34:59, 1679 ნახვა

ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 12 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა გამართეს.12 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

ერმაკის თქმით, უკრაინამ მტრის ტყვეობიდან გაათავისუფლა საზღვაო ძალების 4 ჯარისკაცი, 2 ეროვნული გვარდიელი, მესაზღვრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქე.

"პატიმართა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ჩვენი ადამიანის გათავისუფლება. მათ შორის - საზღვაო ძალების 4 ჯარისკაცი, 2 ეროვნული გვარდიელი, მესაზღვრე, ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალების, 3 მშვიდობიანი მოქალაქე, სამხედროებს შორის - 2 ოფიცერი, ასევე 7 რიგითი და სერჟანტი", - წერს ერმაკი.

მისივე თქმით, სახლში ბრუნდებიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ზმეინის კუნძულს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 50 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics