14:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 14:45:17, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა დილის საათებში ხერსონი დაბომბეს. უკრაინული მედია ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები. 

ხერსონის საოლქო  საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, იური სობოლევსკის განცხადებით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შედეგად, მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან დაჭრილებიც. 

"ისევ დაბომბეს ხერსონი. ისევ  დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. არიან დაჭრილები, მიმდინარეობს მათი სამედიცინო დახმარება", - წერს იური სობოლევსკი სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა დღეს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზეც მიიტანეს იერიში.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics