|
2022-11-18 18:05:40, 1593 ნახვა
საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სოციალურ მეწარმეთა ფორუმზე საწარმო „ლიდერი“ დააჯილდოვა
17 ნოემბერს, სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით სოციალური მეწარმეობის ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში წლის სოციალური საწარმო გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე გადასული სამი საწარმოდან: „ლიდერი“, „ტენე“ და „დედიკო“, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება სოციალურ საწარმო „ტენეს“ ერგო. გამარჯვებულმა წლის სოციალური საწარმოს სტატუსი და ფულადი ჯილდო მიიღო. ღონისძიების მხარდამჭერმა „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კი ჯილდო სოციალურ საწარმო „ლიდერს“ გადასცა. ქალაქ გორში მდებარე სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ორ სოციალურ მიზანს აერთიანებს. საწარმო ზრუნავს შიდა ქართლში მცხოვრები სოციალური საჭიროების მქონე ქალების გაძლიერებაზე და ასევე მუშაობს ტექსტილის ნარჩენების შემცირებაზე, მისი გადამუშავების გზით.
ნინო გიორგაძე, სოციალური საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი: „ჩვენი საწარმოს საშუალებით 400-ამდე ქალმა ახალი პროფესია შეიძინა და დასაქმდა. რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენების შემცირებას, 2022 წელს 10 ტონა ტექსტილი ახალ პროდუქტად ვაქციეთ და მისი რეალიზაცია მოვახდინეთ. ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის, კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებს, ხელი შეუწყონ სოციალურ საწარმოებს და მათი ცნობადობის გაზრდას.“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ ქალთა გაძლიერება და გარემოზე ზრუნვა საკვანძო ღირებულებებია. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით პროექტებში და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს ქალთა როლის გაზრდას საზოგადოებაში. თეა მანჯავიძე, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სახელით ჯილდო გადაგვეცა საწარმოსთვის, რომლის საქმიანობაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებთან თანხვედრაშია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება გარემოზე ზრუნვა და ქალთა გაძლიერებაა. სოციალური საწარმო „ლიდერის“ საქმიანობაც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. მომავალშიც ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტებში ჩართულობით წვლილი შევიტანოთ საზოგადოებაში ქალის როლის გაზრდასა და გაძლიერებაში“. სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით ღონისძიება წელს მეთერთმეტედ გაიმართა. მისი მიზანი სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში სიახლეების გაცნობაა. ---
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)