|
2022-11-17 19:00:05, 1721 ნახვა
ეკონომიკა
პაატა კვიჟინაძე - საქართველო ყველაზე დაბალი ვალის მქონე ევროპის ხუთ ქვეყანას შორისაა
საქართველოს აქვს მთავრობის დაბალი ვალი. ყველაზე დაბალი ვალის მქონე ევროპის ხუთ ქვეყანას შორის ვართ - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვისას. როგორც კვიჟინაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის მაჩვენებლები იყოს კანონით გათვალისწინებულ ნორმაში, რადგან თუ ნორმაში არ იყო, ეს გამოიწვევს ზეწოლას ინფლაციაზე, ვალების გაზრდას და შემდეგ გასტუმრების პრობლემას. მისივე თქმით, პანდემიის დროს ყველას მოუხდა ბიუჯეტის გაზრდა, რაც ავიდა 9%-ზე, ხოლო საქართველომ, ერთი წლით ადრე, მოახერხა დაბრუნებოდა ბიუჯეტის ნიშნულს, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის მხრიდან არც ლარს და არც ინფლაციას ზეწოლა აღარ აქვს. „როდესაც ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება. ერთი - თვითონ ბიუჯეტი იყოს მყარი, კარგი მაჩვენებლებით, მეორე - სად მიდის ეს თანხები, გადასახდელები სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური განვითარების. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ბიუჯეტის მაჩვენებლები იყოს კანონით გათვალისწინებულ ნორმაში, იმიტომ, რომ თუ ეს ნორმაში არ იყო, ეს გამოიწვევს ზეწოლას ინფლაციაზე, ვალების გაზრდას და შემდეგ ამ ვალების გასტუმრების პრობლემას, ასევე ეს გამოიწვევს უნდობლობას საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ამიტომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს მაჩვენებლები იყოს შენარჩუნებული.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)