18:54 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 10:22:10, 1557 ნახვა

პოლიტიკა
ოლივერ ვარჰეი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ

ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

როგორც ევროკომისარი აღნიშნავს, ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით.

„ვხედავთ, რომ საქართველოს დიდ უმრავლესობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს ძალიან ძლიერი მანდატია არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მთელი ქვეყნის პოლიტიკური ელიტისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვინც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ვამზადებთ საქართველოს!", - წერს ვარჰეი.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში​ ევროკომისარი შეხვდა პრემიერ-მინისტრისს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პრეზიდენტს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics