|
2022-11-14 09:51:09, 1054 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობაზე“ - რა დონემდე დაეცა პარტია, რომ ხაბე და ჩალაძე კონკურენტები არიან
მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ჩალის ფასი აქვს, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე კონკურენტები არიან - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ფიგურა დავით კეზერაშვილია, რომელმაც ფული მოიპარა, წაგებული ომის მილიარდერი გახდა და ახლა "ნაცმოძრაობას" და ცალკეულ ტელევიზიებს აფინანსებს. “მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის ხაბე, მუმლაძე და ჩალაძე. ამას ხომ ახლა ჩალის ფასი აქვს. ამას გააკეთებს, ხაბეს ვიცნობ , ჩემი ძველი მეგობარია. ეს ხომ მარაზმია, რა დონემდე დაეცა პარტია რომ ხაბე და ჩალაძე იბრძვიან, კონკურენტები არიან. სხვათა შორის, მე ბატონ რომან გოცირიძეს ვისურვებ, ყველაზე აკადემიური, გამოცდილი კაცია და ადეკვატური, მე მხარს ვუჭერ მას, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. რაც უნდათ ის უქნიათ, ეს მათი შიდა სამზარეულოა, მაგრამ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ რომ განიხილება ხაბე და ჩალაძე, იქ უკვე დამთავრებულია მათი ამბავი. იქ რეალურად რა ხდება, ესენი ხომ ჭანჭიკები არიან, იქ მთავარია კეზერაშვილი, ჩვენ გმირ ბიჭებს რომ ფული მოპარა, წაგებული ომის მილიარდერი რომ გახდა შემდეგ, ამ ადამიანის ფულია, ცალკეულ ტელევიზიებსაც აფინანსებს და ნაციონალურ მოძრაობასაც, გავლენებისთვის და ფინანსური შესაძლებლობისთვის მიდის კლანებს შორის დაპირისპირება ნაცმოძრაობაში“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)