20:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 14:40:36, 1595 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - ხერსონის ოლქში, ყველა რუსი სამხედრო მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა

ხერსონის რეგიონში ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. 

მათივე ცნობით, ოპერაცია მოსკოვის დროით 5:00 საათზე დასრულდა.

"მარჯვენა სანაპიროზე არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებებმა და სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს თავდაცვითი ხაზები და პოზიციები, რომლებიც წინასწარ იყო მომზადებული საინჟინრო თვალსაზრისით", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

ტრანსფერი პერსონალისა და ტექნიკის დაკარგვის გარეშე განხორციელდა.

ცნობისთვის, გუშინ, 10 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს.

იქამდე, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics