|
2022-11-11 12:20:41, 1450 ნახვა
ეკონომიკა
დავით ნარმანია - ბუნებრივი აირის ტარიფები უცვლელი რჩება, დეკემბერში ზრდას არ ველოდებით
ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა, დავით ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დეკემბერში მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ზრდას მოსალოდნელი არ არის. მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია ხოლმე, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირის მოხმარება ვიდრე ზაფხულის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს და აქიდან გამომდიანარე, ბუნებრივია, რომ დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. თუ მომხმარებლებს მაინც კითხვები ექნებათ ან ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მოუვიდათ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათ შეეძლებათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას. რაც შეეხება ტარიფებს, როგორც წინაზე ვისაუბრეთ, ტარიფები რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და მომდევნო წელსაც, ანუ ამ შემოდგომას -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, რაიმე ზრდას ჩვენ ამ ნაწილში არ ველოდებით“,- განაცხადა ნარმანიამ.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)