21:41 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 19:19:04, 1053 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე - მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია, თუ არსებობს რესურსი აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა

მწოლიარეა, ფერი აქვს დაკარგული, ძალიან გამხდარია. - ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ არსებობს რესურსი აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ.

"დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ მივდივარ ხოლმე მოსანახულებლად და ბოლო სამი შეხვედრისას დამხვდა ლოგინში, მწოლიარე, ვერ დგებოდა, რამაც ძალიან შემაშფოთა, ფაქტს გეუბნებით, ლოგინშია, ფერი აქვს დაკარგული ძალიან და როდესაც მე პირველად მოვინაულე, საერთოდ რომ ჩამოვიდა საქართველოში, იმასთან შედარებით, ალბათ არ გადავაჭარბებ, სიგანეში არის ნახევარი. გამხდარია ძალიან. ძალიან სუსტადაა. თუ არსებობს ამისი რესურსი, ჩემი აზრით, აუცილებელია მისი უცხოეთში გამგზავრება დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიღეს. ჩანაწერის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, მიეცეს მას შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა საზღვარგარეთ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics