20:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 18:53:10, 2021 ნახვა

ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ფაქტია, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება

ფაქტია, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება. - ამის შესახებ ბ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებმა, მათ შორის იტალიამ, გაიღო უკრაინის მიმართ ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე.

„ჩვენ მხედველობაში მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. უახლოეს დღეებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ადგილზე სიტუაცია. მაგრამ რაც ცხადია, რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება“.- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და  უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics