02:43 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 12:52:12, 1041 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს ბრიგადის გენერალ ეგილს ლეშჩინსკის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს. აღინიშნა ეროვნული გვარდიის როლი ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტის - ტერიტორიული რეზერვის, სამობილიზაციო რეზერვისა და „თავდაცვის მოხალისეთა“ ძალების, ასევე თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის რეკრუტირების საქმეში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ლატვიის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების საკითხებს.

„გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ბრიგადის გენერალმა ეგილს ლეშჩინსკისმა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმით გათვალიწინებულ ღონისძიებებზე, ასევე სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ლატვიის ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი კასპარს პუდანსი დაესწრნენ. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაური საველე-საწვრთნელ ბაზა „პალდოს“ და მე-20 კადრირებულ ბრიგადასაც ესტუმრა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics