|
2022-11-07 15:34:47, 2263 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინებთან შედარებით, უფრო დაბალი მაჩვენებელია. კერძოდ, შიდა მოთხოვნის წინასწარი ინდიკატორები და ასევე, რეალური ექსპორტის მატება, უფრო 10%-იან ან მეტ ზრდაზე მიუთითებდა. სრული 2022 წლისავის, „თიბისი კაპიტალის“ ბოლო - 10.2%-ის პროგნოზი, კვლავ რეალისტური ჩანს, თუმცა სავარაუდოდ უფრო ზუსტი დაახლოებით 10%-იანი ზრდის მოლოდინია. ოქტომბრის ინფლაციის შემცირება „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზის შესაბამისი იყო. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ წლიური ინფლაცია შემცირდა, სექტემბერში 11.5%-დან ოქტომბერში 10.6%-მდე, არამედ ყოველთვიური ინფლაცია სეზონური ფაქტორების გამორიცხვით პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე განისაზღვრა. თუმცა, საბაზო და მომსახურების ინფლაციის მხრივ ნორმალიზება ჯერ კიდევ მოსალოდნელია. მთლიანობაში, „თიბისი კაპიტალის“ ბოლო პროგნოზი 2022 წლის ბოლოსათვის, რომელიც 9.4%-ს შეადგენს, შესაძლოა მცირედით კონსერვატიული იყოს. ლარის კურსის მხრივ, როგორც ეს „თიბისი კაპიტალის“ ადრინდელ მიმოხილვებშია განხილული, გამყარების ზეწოლა საკმაოდ ლოგიკურია. როგორც ჩანს, სავალუტო ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა ახლა უკვე ფიქრობს, რომ ლარის სეზონურ გაუფასურებას აღარ ექნება ადგილი, განსხვავებით რამდენიმე თვით ადრე არსებული განწყობებისა. გაეცანით „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციას ბმულზე.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)