|
2022-11-04 19:13:37, 1316 ნახვა
პოლიტიკა
ხვიჩია - სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის
სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები არიან, ივანიშვილი კი ოლიგარქი არ არის. - ამის შესახებ პარლამენტარმა, პარტია „გირჩის" ლიდერმა და ომბუდსმენობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, შინაგანი რწმენთ სააკაშვილს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი აქვს, ხოლო გვარამიას რასაც ედავებიან, ეს სისხლის სამართლის დანაშაული საერთოდ არ არის. „მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მაგრამ მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობდი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს და მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მას ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი აქვს დანაშაული, მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ იქნებოდა, მას რომ 2013 წელს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა და დაგვმშვიდობებოდა. აქედან გამომდინარე მგონია ის პოლიტპატიმარი და არა იმის გამო, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენდნენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)