23:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 09:48:16, 1686 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკვე 10 000-მდე ბავშვი გაიტაცეს

24 თებერვლიდან რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10 000-მდე უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ავრცელებს. 

მათი ცნობით, ოკუპანტები იტაცებენ იმ ბავშვებსაც, რომლებიც მშობლებთან ცხოვრობენ.

"მათ გადაჰყავთ "რეაბილიტაციისთვის" ბავშვთა ბანაკებში რუსეთში, რის შემდეგაც მშობლებს არ უბრუნებენ. ეს მდგომარეობა აუცილებელია იმისათვის, რომ კრემლმა აიძულოს უკრაინელი მშობლები, დატოვონ სახლები და გადავიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე", - ნათქვამია ანგარიშში.
 
აღსანიშნავია, რომ მშობლები უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვერ დაბრუნდებიან, რადგან რუსებმა დააწესეს „საომარი მდგომარეობა“. 

გარდა ამისა, ნათქვამია, რომ უკრაინელი ბავშვები გადაჰყავთ რუსეთის შორეულ რაიონებში. ლენინგრადის, ვოლგოგრადის, ნოვოსიბირსკის და ტიუმენის რეგიონები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics