23:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 09:19:31, 1696 ნახვა

ომი უკრაინაში
NYT - რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე იმსჯელა

რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ New York Times-ი იუწყება და განმარტავს, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.

როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებებმა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეაშფოთა, რადგან მათ აჩვენეს, თუ რამდენად იმედგაცრუებულია მოსკოვი ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო.

მათივე ცნობით, ეს დისკუსიები შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ შეიძლება მხოლოდ სიტყვები არ იყოს.

თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ არ ნახეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ახორციელებდა ბირთვულ იარაღს ან დგამდა ნაბიჯებს თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

ცნობისთვის, ოქტომბრის შუა რიცხვებში ინფორმაცია რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის ბირთვული იარაღის მოლაპარაკებების შესახებ აშშ-ის მთავრობაში "გავრცელდა".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics