|
2022-11-02 16:20:22, 819 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე დეოლიგარქიზაციის კანონზე - მოლდოვაც გეგმავს, უკრაინული მოდელი გაითვალისწინოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელის გათვალისწინებას მოლდოვაც გეგმავს - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახლა აღმოჩნდა თურმე, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია ეს მოდელი. „რადიკალური ოპოზიცია შეტევაზე იყო გადმოსული, ხმამაღალი განცხადებებით მოგვიწოდებდნენ, დროზე მიიღეთ კანონი და შექმენით მექანიზმიო. როდესაც ჩვენ გამოვხატეთ მკაფიო პოლიტიკური ნება და ავიღეთ ის მოდელი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირის ჩართულობით და რეკომენდაციით მიიღო უკრაინამ, წაიკითხეს ეს კრიტერიუმები და კანონი და მათ რიგებში რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი აღმოაჩინეს. შესაბამისად, იმ პოტენციურმა ოლიგარქებმაც აღმოაჩინეს, რომ ეს კანონი თუ იქნება მიღებული, პირველ რიგში სწორედ მათ, შავი ფულის დაფინანსებით, მედიის მართვის და პარტიებში ჩარევის მხრივ ექმნებათ პრობლემები.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)