03:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-31 08:59:18, 1381 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე

რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება “ავადმყოფი ხალხია” და ეს არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს.

„მკვლელი ხორბალი, რომელიც რუს ადმირალებს ახრჩობს. აბა, რას იტყვით? მართლა ავადმყოფი ხალხია, მაგრამ ეს ავადმყოფები კიდევ ერთხელ აყენებენ მსოფლიოს საკვების მძიმე კრიზისის ზღვარზე. რა თქმა უნდა, პარტნიორები ცდილობენ დაარწმუნონ ტერორისტული სახელმწიფო, შეანელოს შანტაჟი, მაგრამ არის ეს რეალური? ჯერჯერობით ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა უფრო მეტად დაინტერესებულია სასურსათო კრიზისის გამწვავებით, ვიდრე ხელმოწერილი დოკუმენტების განხორციელებით და ეს, სხვათა შორის, არის პასუხი ყველასთვის, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ გამო, რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.

უკრაინიდან პროდუქციის გადამზიდავი 218 გემის მოძრაობა დაბლოკილია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics