03:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 16:27:52, 2392 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - რუსეთმა წინასწარ დაგეგმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გამოსვლა, ყირიმში აფეთქებები ყალბი საბაბია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ხაზს უსვამს, რომ რუსეთი წინასწარ გეგმავდა „ მარცვლეულის შეთანხმებიდან “ გამოსვლას და სევასტოპოლში აფეთქებები მხოლოდ ცრუ საბაბია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი Twitter-ზე წერს, შავ ზღვაში მარცვლეულით გემების ამჟამინდელი რიგი გროვდებოდა სექტემბრიდან, როდესაც რუსეთმა შეგნებულად დაიწყო მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირების შეფერხება და შეთანხმების ძირის გამოთხრა.

„მარცვლეულის დერეფნიდან 220 კმ-ში აფეთქებების ყალბი საბაბით მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე უკვე ზღვაში - საკმარისია 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, რათა განაახლოს შიმშილის თამაშები და ახლა ცდილობს მის გამართლებას“, - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics