03:19 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-30 11:40:33, 1680 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - პუტინს მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების შესახებ ერდოღანთან არ უსაუბრია და არც გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს არ ჰქონია სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უკრაინის პორტებიდან „მარცვლეულის დერეფნების“ შეთანხმების შეჩერების შესახებ. 

როგორც რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, მსგავსი დიალოგი ჯერ არ არის დაგეგმილი.

მეორეს მხრივ, Wall Street Journal-ის კორესპონდენტი თურქი ოფიციალური პირების თქმით იტყობინება,  რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთს ანკარისთვის ოფიციალურად არ უცნობებია.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, 29 ოქტომბერს, აფეთქებები გაისმა სევასტოპოლის ყურეში , დროებით ოკუპირებულ ყირიმში. რუსეთმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა.

მოგვიანებით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთი ტოვებს მარცვლეულის შეთანხმებას სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე „შეტევების“ შემდეგ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეჩერებას პროგნოზირებადი უწოდა და მსოფლიოს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics