13:38 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-27 19:43:28, 868 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ნატო არ დაუშვებს პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომი მოიგოს

ნატო არ დაუშვებს პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომი მოიგოს  - ამის შესახებ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლა ჩუკასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ომი ბუნებით არაპროგნოზირებადია, ამიტომ მე არ ვიფიქრებ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი. მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ პრეზიდენტ პუტინს ამ ომში მოგება - ეს შეიძლება იყოს კატასტროფა და ტრაგედია უკრაინელებისთვის და ასევე, ჩვენ, ნატოს მოკავშირეებს, უფრო დაუცველს გახდის. იმის გამო, რომ მაშინ პრეზიდენტი პუტინი შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ მას შეუძლია მიაღწიოს მიზნებს სამხედრო ძალის მეშვეობით. ამ შემთხვევაში, ეს გაკვეთილი იქნებოდა არა მხოლოდ მას, არამედ მსოფლიოს ყველა ავტორიტარულ ლიდერს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
GM PHARMA-მ განახლებული ბრენდული იდენტობა წარადგინა
ვენესუელაში მიწისძვრას 2 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 11 000-ზე მეტი დაშავდა
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics