11:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 21:25:04, 1039 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე - სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მის გადადგომას ვითხოვდი, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი

სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მის გადადგომას ვითხოვდი, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი. - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი როლი სახალხო დამცველის.

„ალბათ წარსული საქმიანობით დამიმტკიცებია, რომ ასე არ უნდა იყოს. მაგალითად, მე ვარ ადამიანი, რომელიც, როცა ის ხელისუფლებაში იყო, თითქმის ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვგულისხმობ, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, რა თქმა უნდა, მისი უფლებები დავიცავი. საკმაოდ კრიტიკული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე წინა სახალხო დამცველის, წინა სახალხო დამცველის აპარატის და ზოგადად, ადამიანის უფლებების დამცველების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფარული მიყურადების მომწესრიგებელ კანონმდებლობას ვიცავდით, მაგრამ როცა მისი შესაძლო უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, ჩვენ რეაგირება განვახორციელეთ. ჩემთვის არ არსებობს ასეთი ადამიანი, სახალხო დამცველის აპარატისთვის ასეთი ადამიანი არ არსებობს, არც სახალხო დამცველისთვის არ არსებობს და ბუნებრივია, ეს ამოსავალი წერტილია“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დსმცველის კანდიდატებს უსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics