11:00 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-24 15:49:18, 948 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრის

ნიკა გვარამიას საქმე ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრისაც.

"მოლოდინი რომ გქონდეს ამ ქვეყანაში ამ სასამართლოსგან ძალიან რთულია, ამიტომ კარგი მოლოდინი არ გვაქვს. რაც შეეხება თვითონ საქმეს, ჩვეულებრივი შეტევაა დამოუკიდებელ მედიაზე, თუმცა ნიკა გვარამია არ იყო მარტო დამოუკიდებელი მედია, რაღაცნაირად როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვანი ძრავა იყო ოპოზიციური სპექტრისაც. მისი დაკავების შემდეგ დაეტყო ეს ყველაფერი ოპოზიციურ აქტივობასაც, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის აქტივობას ვგულისხმობ". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში დღეს, 24 ოქტომბერს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბოლო პროცესი მიმდინარეობს, სხდომა 15:00 საათზე დაიწყო.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics