|
2022-10-24 11:05:45, 858 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი თურქეთის საირიგაციო კომპანიის - სახელმწიფო ჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური დირექტორატის (DSI) წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი თურქეთის საირიგაციო კომპანიის - სახელმწიფო ჰიდრავლიკური სამუშაოების გენერალური დირექტორატის (DSI) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და მელიორაციის მიმართულებით ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. „აღსანიშნავია, რომ ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საირიგაციო კომპანიის წარმომადგენლებმა ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა, პალდოს სათავე ნაგებობა, სიონისა და თბილისის წყალსაცავების ჰიდროტექნიკური ნაგებობები დაათვალიერეს და სერვისცენტრების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. თურქმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო წყალგანაწილების ლიმიტების დადგენის მეთოდოლოგიას და ჰიდრომეტრიას, საირიგაციო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკითხებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინსტიტუციონალური განვითარება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება პრიორიტეტული მიმართულებაა; შესაბამისად, თურქული მხარის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება დარგში არსებული გამოწვევების დასაძლევად. საქართველოს საირიგაციო სექტორში არსებული გამოწვევების გაანალიზების შემდეგ, თურქულმა მხარემ მზაობა გამოთქვა, რეკომენდაციები და წინადადებები მოამზადოს, ასევე, პრაქტიკული გამოცდილების ადგილზე გასაცნობად, ქართველი სპეციალისტები თურქეთში მიიწვიოს, შპს „საქართველოს მელიორაციის“ თანამშრომელთათვის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები უზრუნველყოს და, საჭიროებისამებრ, საქართველოში კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე თურქი ინჟინრები მოავლინოს. შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა მიწის რესურსების მართვის, ნიადაგის დაცვისა და მიწების კონსოლიდაციის კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)