|
2022-10-16 12:23:16, 1294 ნახვა
პოლიტიკა
17 ოქტომბერს 09:00 საათზე თბილისის მერიასთან აქცია - „კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა“ გაიმართება
"კალაძე, აიღე პასუხისმგებლობა" - ამ სახელწოდებით, ხვალ, 17 ოქტომბერს 9:00 საათზე თბილისის მერიასთან აქცია გაიმართება. "ორშაბათს, დილის 9 საათზე, ვიკრიბებით მერიის მთავარ შესასვლელთან. ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, არავის შერჩეს დანაშაული, რომელმაც 13 წლის მოზარდის დაღუპვა გამოიწვია. მერმა და მერიის თანამშრომლებმა უნდა აიღონ მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა მომხდარზე. გელოდებით ყველას, უთხარით თქვენი სათქმელი დამნაშავეებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმე იყო მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გუშინ მართვის სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)