17:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-15 13:25:40, 1610 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის

გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ ჯო ბაიდენს, კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა.

„გულწრფელად მადლობელი ვარ ჯო ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, უკრაინისთვის კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის, 725 მილიონი დოლარის ოდენობით.

ჩვენ მივიღებთ, კერძოდ, HIMARS-სთვის და არტილერიისთვის საჭირო საბრძოლო მასალას. შესანიშნავი საჩუქარია უკრაინის დამცველთა დღისთვის! რუსი აგრესორი დამარცხდება, უკრაინა თავისუფალი იქნება“,- განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 725 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა.

ბაიდენის თქმით, აღნიშნული თანხით თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა,  სამხედრო მომზადებისა და სწავლების ხარჯები დაიფარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics