|
2022-10-14 19:33:50, 969 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - დღეს თუ ვინმესთვის არის ემოციურად უმძიმესი მდგომარეობა, ეს კალაძეა
გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდენასთან შეიძლება გვქონოდა ჩვენ საქმე. - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძემ TV იმედის ეთერში ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიას. მისივე თქმით, თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური მდგომარეობა, ეს კალაძეა. "გამოძიება მიმდინარეობს და რა თქმა უნდა, დაადგენს, თუ რა ეტაპზე და რა გადაცდენასთან შეიძლება გვქონოდა ჩვენ საქმე. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოძიება აუცილებლად ბოლომდე მივა. პირველ რიგში, ეს არის ჩვენი ინტერესი, არის კახი კალაძის ინტერესი. დღეს ჩვენ ბევრი შეფასება მოვისმინეთ, მათ შორის პოლიტიკურიც და ასე ვთქვათ, არაპოლიტიკურიც. მაგრამ, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ თუ ვინმეს ინტერესშია, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ეს აუცილებლად ასეც იქნება და თუ ვინმესთვის დღეს არის უმძიმესი ემოციური თუ ასე ვთქვათ, ყველა მხრივ მდგომარეობა, ეს არის თბილისის მერი, კახი კალაძე. ვინც მას იცნობს, იცის, ამ წლების განმავლობაში თუ როგორი დიდი შრომითა და მონდომებით ცდილობდა, რომ თითოეული პროექტი ძალიან მაღალი ხარისხით განხორციელებულიყო. ჩვენ ძალიან ბევრ პროექტი გვაქვს მაღალი ხარისხით განხორციელებული. მაგრამ, საუბედუროდ, ეს შემთხვევა მოხდა და ძალიან რთულია ენით იმის გადმოცემა, რასაც თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადასარჩენად ორი თანატოლი ბიჭი ეცადა. ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)