19:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 15:29:14, 922 ნახვა

მსოფლიო
პუტინი Nord Stream-იდან ტრანზიტის თურქეთში გადატანას განიხილავს და აცხადებს, რომ ევროპას გაზს კვლავ მიაწვდის

რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-იდან შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადაიტანოს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ენერგეტიკის კვირის ფორუმზე.

„ჩვენ ასევე შეგვიძლია გადავიდეთ შავი ზღვის რეგიონში და ამით გავხადოთ ძირითადი მარშრუტები ჩვენი საწვავის, ჩვენი ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდებისთვის თურქეთის გავლით. თურქეთში არის ევროპის უდიდესი გაზის კერა, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, - ამბობს დიქტატორი. 

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი მზადაა, გადარჩენილი Nord Stream 2-ით, ევროპას გაზი მიაწოდოს. 

„ბურთი, როგორც ამბობენ, ევროკავშირის მხარესაა.ჩვენ არავის არაფერში ვზღუდავთ, მათ შორის მზად ვართ მივაწოდოთ დამატებითი მოცულობები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში“, - განაცხადა პუტინმა. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენების სამ ადგილას გაზის გაჟონვა დაფიქსირდა. მოგვიანებით შვედეთში გაზის გაჟონვის კიდევ ერთი წყარო აღმოაჩინეს .

შვედი სეისმოლოგების აზრით, გაჟონვა შეიძლებოდა მომხდარიყო წყალქვეშა აფეთქებების შედეგად , რომლებიც დაფიქსირდა იმ ტერიტორიაზე, სადაც გადის გაზსადენები.

ნატო ასევე თვლის, რომ გაზის გაჟონვა ჩრდილოეთ ნაკადის განშტოებაზე დივერსიის შედეგად მოხდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics