15:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-11 12:19:44, 1039 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების მასშტაბური ინსპექტირება განახორციელა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, 28 ობიექტი შეამოწმეს. 

დეპარტამენტის ცნობით, 9 საწარმოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. ჯამში, 1 მილიონ 300 ათასზე მეტი ერთეული პოლიეთილენის პარკი დალუქეს.  მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება. 

„4 საწარმოში დანადგარები განთავსებული აღარ არის და, შესაბამისად, არ ფუნქციონირებს. ინსპექტირების შედეგად, 15 საწარმოში დარღვევა არ დაფიქსირდა. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმებამ მასშტაბური და სისტემატური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში აიკრძალა პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება“,- აღიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics