|
2022-10-10 15:13:03, 1418 ნახვა
ეკონომიკა
ვახტანგ ბუცხრიკიძეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო გადაეცა
წინანდალში გამართულ „თიბისის“ 30 წლის იუბილეზე, ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა „თიბისის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა. აღნიშნული ჯილდო ვახტანგ ბუცხრიკიძეს საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და აღდგენისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის გადაეცა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ჯილდო სხვადასხვა დროს მსოფლიოში არაერთ ცნობილ ადამიანს გადაეცა, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებს, აშშ-ს 44-ე პრეზიდენტს ბარაკ ობამას, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიის, ბულგარეთის, იაპონიის, ყატარის, ალჟირის, ეგვიპტის, ბრაზილიის და სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს და პრეზიდენტებს, ესპანეთის მეფეს ფილიპე მეექვსეს, რომის პაპს ფრანცისკეს, ცნობილ ფეხბურთელს ლიონელ მესის, ცნობილ დიზაინერებს ჯორჯო არმანის და სტეფანო რიჩის და სხვებს. 2003 წლიდან დღემდე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აფასებს და აღიარებს იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდების მუშაობას მთელს მსოფლიოში, რომლებიც ინოვაციებისა და ცოდნის მეშვეობით დადებით გავლენას ახდენენ ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)