20:57 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 12:17:22, 1324 ნახვა

მსოფლიო
აბსოლუტური უზნეობა და ბოროტება, არაადამიანები და ტერორისტები - ზელენსკი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე

აბსოლუტური უზნეობა, აბსოლუტური ბოროტება - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილ სარაკეტო იერიშს.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, ყველა, ვინც ბრძანება გასცა და აღნიშნული ბრძანება შეასრულა, პასუხს აგებს.

„ისევ ზაპოროჟიე. ისევ უმოწყალო თავდასხმები მშვიდობიან ხალხზე. საცხოვრებელ კორპუსებში პირდაპირ შუაღამისას... აბსოლუტური უზნეობა, აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. ისინი, ვინც ეს ბრძანება გასცა და ვინც ეს ბრძანება აღასრულა, პასუხს აგებენ აუცილებლად კანონისა და ხალხის წინაშე", - ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა, 49 პირი, მათ შორის 6 ბავშვი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics