15:39 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-09 11:27:08, 918 ნახვა

საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი“ იმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი” მესამედ იმართება. 

თბილისის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.

ფესტივალი გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო ძველი პურის ცხობის ტრადიციები ქართული ფოლკლორული ანსამბლ „მჭელის“ მონაწილეობით. 

მერიის ინფორმაციით, დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები.

„პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადებისა და ცომის ზელის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.  

ღონისძიება 8 ოქტომბერს უკვე ჩატარდა. 9 ოქტომბერს კი, 12:00-18:00 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალს მუსიკალურად გიორგი ცხადაძის ბენდი აფორმებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics