|
2022-10-07 22:49:38, 1576 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უნგრეთის ელჩ ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა უნგრეთის ელჩს სამოქალაქო საკითხებში სამართლებრივი თანამშრომლობის მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერება შესთავაზა. რატი ბრეგაძემ გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს საქართველოში უნგრელ კოლეგას, რათა ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი შეთანხმება გააფორმონ სამოქალაქო საკითხებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმება კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორულ ურთიერთობებს საქართველოსა და უნგრეთს შორის და ლოგიკური გაგრძელება იქნება იმ თანამშრომლობისა, რომელზედაც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრები გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში შეთანხმდნენ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)