|
2022-10-07 16:58:10, 1055 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი - ყოველთვის გვსურდა, მონაწილე ვყოფილიყავით პრაღის ფორმატის მსგავსი პროცესის, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ პრაღის ფორმატი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ეს გამოყენებული უნდა იყოს, რათა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, მოხდეს განხილვა, როგორ შეიძლება, ეს გაკეთდეს ევროკავშირის ლიდერებთან ერთად. „საუკეთესო შესაძლებლობაა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან და მსგავს საკითხებზე მსჯელობენ. ყოველთვის გვსურდა, მონაწილე ვყოფილიყავით ამგვარი პროცესის და ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის, რათა ქვეყნის პოზიციები იყოს გაჟღერებული და ჩვენი ხედვა გავაცნოთ პარტნიორებს, როგორ ვხედავთ ამ ინიციატივას და როგორ შეიძლება ეს გამოვიყენოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)