|
2022-10-06 15:42:50, 1613 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და სატრანსპორტო - ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიაციო ინტერნეტ ავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, საქართველოში, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ, რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას. „საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის და რეგიონალური დატა ცენტრების განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი Log-in Georgia," რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფცია. სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის" პროექტის შემუშავებაზე, სადაც განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის იფორმაციით, სტრატეგიის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე მისი აქტიური განხილვები მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)