|
2022-10-06 15:08:19, 1669 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ინფლაციის პირობებში მნიშვნელოვანია სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა
„ჩვენ ნათლად ვხედავთ მაღალი ინფლაციის გავლენას ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პირობებში გვქონდეს სოციალურად პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და მიზნობრივი სოციალური პროგრამების მეშვეობით ზუსტად იმ ჯგუფებს დავეხმაროთ, ვისზეც ყველაზე მეტად აისახება ინფლაციის წნეხი და ვინც ყველაზე უფრო მოწყვლადია" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ინფლაცია ძირითად გამოწვევას წარმოადგენდა პანდემიის პერიოდშიც და ახალმა კრიზისმა, რაც, პირველ რიგში, მიწოდების ჯაჭვების რღვევას და რუსეთ- უკრაინის ომს უკავშირდება, ის კიდევ უფრო გაამწვავა. „მაღალი ინფლაცია გლობალური გამოწვევაა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფლაცია არ იყო წლების განმავლობაში აქტუალური - ევროზონაში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლებია აშშ-ში, აღარაფერს ვამბობთ რეგიონის ქვეყნებზე, სადაც ინფლაცია მრავალჯერ აღემატება ჩვენს მაჩვენებლებს. საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალი გვაქვს, ჯერ კიდევ შორს ვართ სამიზნე მაჩვენებლებისგან და ამის დასაძლევად კოორდინირებულად ვმუშაობთ საქართველოს ეროვნულ ბანკთან - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაღალ, 11 პროცენტიან ნიშნულზე ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, ვიდრე ინფლაციის წნეხი არ მოიხსნება"- აღნიშნა მინისტრმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)