21:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 11:39:37, 1524 ნახვა

მსოფლიო
გაიდაი - ოკუპანტები ლუგანსკში ნაწილობრივ მობილიზაციას იწყებენ - გაწვევის საბუთი ეძლევა ყველას

ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ რაიონებში რუსებმა „ნაწილობრივი” მობილიზაცია დაიწყეს. გამოძახებები შეეხო ყველას - სტუდენტიდან პენსიონერამდე,-  ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია სტარობილსკის და კრემენსკის რაიონებში მიმდინარეობს.

„სტარობილსკის და კრემენსკის რაიონებში ოკუპანტებმა დაიწყეს ნაწილობრივი მობილიზაცია. რატომ არა ნაწილობრივი და არა იძულებითი?  სავარაუდოდ ეს ტერიტორიები უკვე რუსეთის შემადგენლობაშია და იქ ნაწილობრივი მობილიზაციაა გამოცხადებული", - განაცხადა გაიდაიმ.

მისივე თქმით, მოქალაქეების მობილიზებისთვის, ოკუპანტები ეზოებს ათვალიერებენ.

„ისინი გაწვევის საბუთს ყველას აძლევენ განურჩევლად ასაკისა და მდომარეობისა - სტუდენტებს, ავადმყოფებს და მოხუცებს”,- დასძინა გაიდაიმ.

შეგახსენებთ, რომ 23-დან 27 სექტემბრამდე რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო „რეფერენდუმები“ შედეგების გაყალბებით მოაწყეს.

უკვე 30 სექტემბერს რუსეთის დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გამოაცხადა. 

იმავე დღეს კრემლის ხელმძღვანელმა და მისმა მარიონეტებმა  ანექსიის შესახებ შეთანხმებასმოაწერეს ხელი.

ამასთან, ცოტა ხნის წინ, რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაამტკიცა შეთანხმებები, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების „რუსეთის ფედერაციაში მიღების“ შესახებ.

ხოლო ორშაბათს, 3 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიას დაუჭირა მხარი.

ხოლო გუშინ, 4 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ანექსიას. 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics