|
2022-10-05 13:19:38, 1495 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ყურადღება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი ხანიშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საკანონმდებლო მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და უცხოელ სტუმრებს ის შესაძლებლობები გააცნო, რასაც ქვეყანაში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) იძლევა. მხარეებმა ბიოსასუქების, ევროპული წარმოების სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და პროდუქციის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე, შპს „იმერეთის აგროზონის” დირექტორმა, არჩილ ბუკიამ ვრცლად ისაუბრა სასათბურე მეურნეობების კლასტერის - „იმერეთის აგროზონა“ განვითარების პოტენციალზე და ასოციაციის წევრებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)