22:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-03 11:25:14, 1013 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი სენატორი - ბირთვულ საფრთხეზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის შესაძლო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე

ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საფრთხეზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის შესაძლო თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

სენატორის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიაზე, მათ შორის პოლონეთზე თავდასხმა შესაძლოა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ალიანსის, ევროპისა და აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ქვეყნის შიგნით საფრთხეს უქმნის. 

"შემაშფოთებელია არაპროგნოზირებადობა იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებს პუტინი. მან შეიძლება იფიქროს, რომ მაგალითად, უკრაინისთვის ნატო-ს, ევროპისა და აშშ-ის საბრძოლო აღჭურვილობის მიწოდება გამოიწვევს არა მხოლოდ ომის წაგებას და მისი ძალაუფლებისთვის ძირის გამოთხრას, არამედ რეალურად, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საკუთარ ძალებს რუსეთის შიგნით. ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია, რომ მან დაარტყას ამ განაწილების ზოგიერთ პუნქტს, საიდანაც ეს მარაგი შემოდის, მათ შორის პოლონეთის შიგნითაც. ბევრს ლაპარაკობენ ბირთვულ საკითხზე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, არის რუსეთის თავდასხმა ნატო-ს ტერიტორიაზე. მაგალითად, პოლონეთის აეროპორტის ან სხვა სადისტრიბუციო პუნქტის მიზანში ამოღება," - აცხადებს ამერიკელი სენატორი.

მისივე თქმით, "რუსეთი და პუტინი ამ ომში ნამდვილად ვერ გაიმარჯვებენ". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics