23:21 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 19:13:22, 817 ნახვა

პოლიტიკა
სამხარაძე ლუკაშენკოზე - ასეთი ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი ნაბიჯი ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. 

„ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ოკუპირებული აფხაზეთი უკვე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics