00:24 - 23 Jul, 2026
|
2022-09-28 17:48:41, 973 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტის გამო, საქართველოს საგარეო უწყებაში ბელარუსის ელჩი დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. "ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა", - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა. "მე და პუტინმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აფხაზეთი არ უნდა მივატოვოთ", - განაცხადა ლუკაშენკომ ვიზიტისას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)