|
2022-09-26 11:49:05, 779 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური - ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე
რეგიონში გაზრდილი სატრანსპორტო ტვირთნაკადის პირობებში, ყველა საბაჟო გამშვები პუნქტი გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საბაჟო კონტროლის პროცედურების 24 საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს მასშტაბით არსებულ გამშვებ პუნქტზე გაზრდილია მებაჟე ოფიცრების რაოდენობა. "აქვე განვმარტავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს ,,ლარსის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ნაწილობრივ შეფერხებულია, საქართველოდან (საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“) გასული სატვირთო ავტომობილების მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები. გაზრდილი საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის ფარგლებში, შემოსავლების სამსახური ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება მეზობელი ქვეყნების - თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების, შესაბამის საბაჟო ადმინისტრაციებთან, რათა სწრაფად გამოიძებნოს ალტერნატიული საბაჟო გამშვები პუნქტები დანიშნულების ქვეყნებში მოხვედრისთვის", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)