|
2022-09-23 15:46:53, 1608 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ ზუგდიდში ბიზნესფორუმს მასპინძლობს
25 სექტემბერს, ზუგდიდში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს „თიბისი“ მორიგ ბიზნესფორუმზე ეპატიჟება, რომელიც სასტუმრო ლეთოში გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა „თიბისისთვის“ პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეოთხე ფორუმია, რომელიც „თიბისი“ ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებიც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებენ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე. გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები, ასევე დაინტერესებული პირები თბილისიდან. „თიბისიმ“ უკვე ჩაატარა რეგიონული ბიზნესფორუმები გორში, ქუთაისში და ბათუმში. შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)