|
2022-09-19 22:41:44, 1852 ნახვა
ომი უკრაინაში
იზიუმში მასობრივი საფლავებიდან კიდევ ორი ბავშვის ცხედარი იპოვეს
იზიუმში მასობრივი საფლავიდან 146 ცხედარი უკვე ამოსვენებულია. - ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილებს შორის ორი ბავშვია. "იზიუმში მასობრივი საფლავის ადგილიდან დაღუპულთა ცხედრების ეგსჰუმაცია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში 146 ცხედარი იქნა ამოღებული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 2 ბავშვი... ყველა ცხედარი იგზავნება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე, რათა საბოლოოდ დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)