00:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-18 15:01:29, 1636 ნახვა

ომი უკრაინაში
სინუბეგოვი - ოკუპანტებმა ფსიქიატრიული საავადმყოფო დაბომბეს, გარდაიცვალა 4 ექიმი, ხოლო 2 პატიენტი კი დაშავდა

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში ფსიქიატრიული საავადმყოფო დაბომბეს, გარდაიცვალა 4 ექიმი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. 

სინუბეგოვოს თქმით, უკრაინის ხარკოვის რაიონის სოფელ სტრილეჩაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად, დაიღუპა 4 ექიმი, ხოლო 2 პაციენტი კი დაშავდა

„ოკუპანტები დაუნდობლად ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ხარკოვის რაიონის სოფელ სტრელეჩიეში ექიმები ცდილობდნენ პაციენტების ევაკუაციას ფსიქიატრიული საავადმყოფოდან. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური დაბომბვა დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, დაიღუპა ოთხი სამედიცინო მუშაკი, დაშავდა ორი პაციენტი“,-  წერს სინეგუბოვი.

მისივე თქმით, მასიური დაბომბვა პაციენტების ევაკუაციის დროს მოხდა.

ამ ეტაპზე საავადმყოფოს 600 პაციენტიდან 30 ევაკუირებულია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics