|
2022-09-17 10:51:42, 2156 ნახვა
სხვადასხვა
ხიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაკავებული ირანელი ქალი საპატიმროში გარდაიცვალა
ირანის ხელისუფლებამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევაში ბრალდებული ქალის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. 22 წლის მაჰსა ამინი თეირანში დააკავეს. ვიცე-პოლიციას არ მოეწონა, რომ მისი თმა კარგად არ იყო დაფარული რელიგიური თავსაბურავით. ოფიციალური მონაცემებით, სამდღიანი დაკავების დროს ქალს ინფარქტი დაემართა. ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ ჰქონია. აქტივისტები და პოლიტიკოსები იხსენებენ არაერთ საჩივარს ვიცე-პოლიციის მიერ დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ. სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს თეირანში ამინის სიკვდილით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს. ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენლის, რობერტ მაილის თქმით, "არასწორი" ჰიჯაბის გამო ამინის სიკვდილი თავზარდამცემია და დამნაშავეებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეიშენალი გამოდის გამოძიების ჩატარების მოწოდებით "საეჭვო" სიკვდილის გარშემო. ამინი დასავლეთ ირანიდან თეირანში ნათესავებთან შესახვედრად ჩავიდა, როცა ის 13 სექტემბერს დააპატიმრეს. დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. ამინის დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოჯახმა საჩივარი შეიტანა თეირანის პოლიციაში და რომ მისი შვილი დაკავებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)