|
2022-09-16 16:32:20, 803 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან წითელაშვილი BAG-ის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან წითელაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით განხორციელებული ორი მნიშვნელოვანი პროექტი განიხილეს, კერძოდ: მეთოდური მითითება სავაჭრო ობიექტებში გამოვლენილი არასასურსათო საქონლის არაარსებითი დანაკარგების დანაკლისად განუხილველობის შესახებ და სპეციალისტის მოწვევის გარეშე, ადვილად მსხვრევადი საქონლის (მინა, კერამიკული მასალები და სხვა მსგავსი ადვილად მსხვრევადი სამშენებლო-სარემონტო საქონელი) ჩამოწერის ლიმიტის ცვლილების და პირთა წრის გაფართოების შესახებ. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, არასასურსათო საქონელზე დანაკარგის ნორმა - 0,5%-ით განისაზღვრება და ის წინა კალენდარული წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზებული, მათ შორის დანაკლისად დაბეგრილი არასასურსათო საქონლის სარეალიზაციო ღირებულებათა ჯამიდან გაიანგარიშება. რაც შეეხება, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის ლიმიტის ზრდისა და მოსარგებლე პირთა წრის გაფართოების შესახებ ცვლილებას, ფორმირდება შემდეგი შინაარსით: ● ჩამოწერას დაექვემდებარება, მხოლოდ ადვილად მსხვრევადი საქონელი, რომლის სააღრიცხვო ღირებულება მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში არ აღემატება 25 000 ლარს, ხოლო საშუალო კატეგორიის გადასახადის გადამხდელის შემთხვევაში - არ აღემატება 3 000 ლარს; ● გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია, ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერასთან დაკავშირებით განცხადება წარმოადგინოს კალენდარული თვის განმავლობაში ერთი სავაჭრო ობიექტიდან ერთხელ; ● იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ერთზე მეტი სავაჭრო ობიექტიდან, იგი უფლებამოსილია ადვილად მსხვრევადი საქონლის ჩამოწერის შესახებ განცხადება წარმოადგინოს თითოეული ობიექტიდან ცალ-ცალკე, კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ, რომელთა ჯამური სააღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს პირის მიმართ დადგენილ ლიმიტს. შეხვედრა, რომელიც დიალოგის ფორმატში წარიმართა საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რომან ბუღაძე, ასევე BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, საგადასახადო-საბაჟო მიმართულების მენეჯერი შოთა კომლაძე, რითეილთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მირანდა მანჯგალაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)