05:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-16 15:50:49, 857 ნახვა

პოლიტიკა
არძინბას განცხადებით, რეგიონში სიტუაცია ძალიან ფეთქებადია და საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა აცხადებს, რომ სიტუაცია რეგიონში ძალიან ფეთქებადია და საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია.

როგორც არძინბამ საზოგადოებრივი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხუთშაბათს გაიმართება უსაფრთხოების საბჭო, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ. 

"ხუთშაბათს გაიმართება უსაფრთხოების საბჭო, განიხილება ჩვენი მომზადების საკითხი იმ სცენარებისთვის, რომელთაც, ძალიან სამწუხაროა, რომ საკმაოდ შესაძლებელი მიგვაჩნია. , - განაცხადა მან.

მედია ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განიხილა ქვეყნის თავდაცვის საკითხები საქართველოს მილიტარიზაციისა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირების კონტექსტში და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტის შემუშავებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics