|
2022-09-15 19:37:07, 1836 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსი ოკუპანტები რეზერვების შესაქმნელად ძალების დეფიციტს განიცდის
რუსები ემზადებიან თავდაცვისთვის ლუგანსკის ოლქში. - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები რეზერვების შესაქმნელად ძალების დეფიციტს განიცდის. "რუსები ემზადებიან თავდაცვისთვის ლუგანსკის ოლქში, ისეთი სიურპრიზი არ იქნება, როგორც ხარკოვის რეგიონში. ისინი აგროვებენ ჯარებს სვატოვოში, ტროიცკოეში, იჭრებიან და ემზადებიან თავდაცვისთვის."რუსებისთვის სიტუაცია გაუარესდა. ისინი არ აკონტროლებენ იზიუმს. მათ ესმით, რომ ლიმანის შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება სვატოვო - ტროიცკოე - კრემენნაია, ისინი იქ აშენებენ თავდაცვის ზღუდეებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)