07:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-15 11:00:40, 1024 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი - საერთაშორისო თანამეგობრობის წყალობით, აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მივაღწიეთ

საერთაშორისო თანამეგობრობის წყალობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნი, არმენ გრიგორიანი ავრცელებს.

გრიგორიანი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანი ამ შეთანხმებას შეასრულებს. 

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ღამით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე საომარი მოქმედებები დაიწყო, მხარეებმა ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს. ერევანმა დილით მიმართა რუსეთს, CSTO-ს და გაეროს უშიშროების საბჭოს.

სომხეთის ცნობით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ქვეყნის ტერიტორიაზე საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ერევნის ცნობით, ბაქომ გამოიყენა დრონები და ასევე მიიღო "მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის" ზოგიერთ რაიონში.

დაზარალდა საზღვარზე მდებარე ტერიტორიები - გეღარქუნიკის, ვაიოც ძორის, სიუნიქის რეგიონები (აკავშირებს სომხეთს ირანთან), რომლებიც არ არის დაკავშირებული მთიან ყარაბაღთან .

მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სომხური მხრიდან 105, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან 50 სამხედრო დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics